საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №194
1997 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
დ. ხახიაშვილის ღირსების მედლით დაჯილდოების შესახებ
ქართველი და ებრაელი ხალხის ტრადიციული კეთილმეგობრული ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის პოეტი დანიელ ხახიაშვილი დაჯილდოვდეს ღირსების მედლით.
ე. შევარდნაძე