საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2151
2014 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
ი. ხმალაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი