„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი პირების დახმარების მიზნით გასატარებელი გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 24 ოქტომბრის №1918 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2243
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-10
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018190
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი პირების დახმარების მიზნით გასატარებელი გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 24 ოქტომბრის №1918 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2243

2014 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი პირების დახმარების მიზნით გასატარებელი გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 24 ოქტომბრის №1918 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი პირების დახმარების მიზნით გასატარებელი გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 24 ოქტომბრის №1918 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

  „41. ეთხოვოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას,  დროებით თავშესაფარში მცხოვრები და ახლად ჩასახლებული  პირების საჭიროებისათვის ამ განკარგულების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გასატარებლად საჭირო შესყიდვის განხორციელება, მუდმივმოქმედი დროებითი თავშესაფრის სრულად ამოქმედებამდე.“ .

2.  მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცეს უფლება, ამ განკარგულების 41 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო შესყიდვა შპს „ქურთის საავადმყოფოსა“ და საერთაშორისო ჰუმანიტარულ კავშირ „კათარზისისაგან“, აგრეთვე, დროებითი თავშესაფრის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებებისა და სამუშაოების  სახელმწიფო შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუდმივმოქმედი დროებითი თავშესაფრის სრულად ამოქმედებამდე, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია, ამ   განკარგულების 41 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინაშე დააყენოს საკითხი დამატებითი თანხების გამოყოფის თაობაზე.“.

პრემიერ-მინისტრი                                       ი . ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია