„2014 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 აგვისტოს №1352 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2118
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-11-28
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018086
„2014 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 აგვისტოს №1352 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2118

2014 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

 „2014  წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების  თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 აგვისტოს №1352 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „2014  წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების  თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 აგვისტოს №1352 განკარგულებაში და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს სამინისტროების და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 2014 წლის:

ა) იანვარ-მაისში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია შეადგენს 31 000 000 (ოცდათერთმეტი მილიონი) ლარს;

ბ) ივნისი-სექტემბერში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია აღემატება 17 000 000 (ჩვიდმეტი მილიონი) ლარს.

2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ეკონომიიდან 10 097 324 (ათი მილიონ ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას სამას ოცდაოთხი) ლარი (დანართის შესაბამისად) , „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მიმართოს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საქართველოს სამინისტროებსა და მათ კონტროლს დაქვემდებარებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს მიეცეთ უფლება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 2014 წე ლს გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია, გარდა ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობებისა მიმართონ მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების  დასაფინანსებლად.“ .

2. „2014  წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქ­მნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების  თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 აგვისტოს №1352 განკარგულების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

პრემიერ-მინისტრი                                                             ი. ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია