„საქართველოსა და ნატო-ს მხარდაჭერის ორგანიზაციას (NSPO) შორის სკრის საცავის ფეთქებადი ნარჩენებისგან გასუფთავებისა და EOD შესაძლებლობების განვითარების შესახებ“ 2014 წლის პირველ მარტს ხელმოწერილი საიმპლემენტაციო შეთანხმების მე-3 მუხლის 3.4 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ გამგებლობის სფეროდ მიკუთვნების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2156
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-03
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018091
„საქართველოსა და ნატო-ს მხარდაჭერის ორგანიზაციას (NSPO) შორის სკრის საცავის ფეთქებადი ნარჩენებისგან გასუფთავებისა და EOD შესაძლებლობების განვითარების შესახებ“ 2014 წლის პირველ მარტს ხელმოწერილი საიმპლემენტაციო შეთანხმების მე-3 მუხლის 3.4 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ გამგებლობის სფეროდ მიკუთვნების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2156

2014 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ საქართველოსა და ნატო-ს მხარდაჭერის ორგანიზაციას (NSPO) შორის სკრის საცავის ფეთქებადი ნარჩენებისგან გასუფთავებისა და EOD შესაძლებლობების განვითარების შესახებ “ 2014 წლის პირველ მარტს ხელმოწერილი საიმპლემენტაციო შეთანხმების მე-3 მუხლის 3.4 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა   და სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „ დელტას “ გამგებლობის სფეროდ მიკუთვნების შესახებ

„ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „ საქართველოსა და ნატო-ს მხარდაჭერის ორგანიზაციას (NSPO) შორის სკრის საცავის ფეთქებადი ნარჩენებისგან გასუფთავებისა და EOD შესაძლებლობების განვითარების შესახებ“ 2014 წლის პირველ მარტს ხელმოწერილი საიმპლემენტაციო შეთანხმების მე-3 მუხლის 3.4 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „ დელტას“ გამგებლობის სფეროდ მიკუთვნების მიზნით:

1. განისაზღვროს „ საქართველოსა და ნატო-ს მხარდაჭერის ორგანიზაციას (NSPO) შორის სკრის საცავის ფეთქებადი ნარჩენებისგან გასუფთავებისა და EOD შესაძლებლობების განვითარების შესახებ“ 2014 წლის პირველ მარტს ხელმოწერილი საიმპლემენტაციო შეთანხმების მე-3 მუხლის 3.4 პუნქტით გათვალისწინებული საკითხები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „ დელტას“ გამგებლობის სფეროდ.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „ დელტამ“ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად მათ გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული საკითხების განხორციელების მიზნით, გააფორმონ ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრავენ მხარეთა კონკრეტულ უფლებებსა და ვალდებულებებს.

პრემიერ-მინისტრი                                                ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია