„თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 დეკემბრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
35
მიმღები ორგანო
თიღვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-12-15
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-18
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.145.016087
„თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 დეკემბრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2014 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 დეკემბრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 დეკემბრის N19 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 27/12/2013; 010250000.35.145.016052) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ დადგენილების მე-10 დანართით დამტკიცებული „დევნილთა  ოჯახების  დახმარების პროგრამის“  ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები წარმოადგენს სოციალურ დახმარებას მატერიალური ფორმით, პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს სურსათის შესყიდვას, დასახლებებამდე ტრანსპორტირებას და ოჯახებზე განაწილებას.“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული N10 დანართი ჩამოყალიბდეს ახალი N10 დანართით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერევაზ ჭავჭავაძე



დანართი №10
დევნილთა ოჯახების დახმარების პროგრამა

(პროგრამული კოდი 06 01 12)


მუხლი 1. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია დევნილთა ოჯახების დახმარება სურსათით.

მუხლი 2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები
დევნილთა ოჯახებს სურსათის პაკეტით (თითოეულ პაკეტში შევა: შაქარი 3 კგ; შესქელებული რძე 380 გრამიანი 3 ცალი; ბრინჯი 0,8 კგ 3 ცალი; ზეთი 1,8 ლიტრი; ფქვილი 3 კგ) დახმარება გაეწევათ ერთჯერადად ადგილზე მიტანით.

მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 25.0 ათასი ლარის ოდენობით.


კრებსითი — სრული ვერსია