„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2958
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-04-28
გამოქვეყნების თარიღი
2006-05-16
სარეგისტრაციო კოდი
120.260.040.05.001.002.231
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) 46-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. იმ უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტებს, რომლებიც ამ კანონის მე-19 მუხლის (რეზერვისტთა მომზადება) ძალაში შესვლამდე გადიოდნენ სამხედრო კათედრის დამამთავრებელ კურსს, სამხედრო კათედრა ჩაეთვალოთ გავლილად, მიენიჭოთ რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხონ სამხედრო ძალების რეზერვში.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 28 აპრილი.

№2958–Iს

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია