საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №179
1997 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
ვ. ბრეგაძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისათვის თეატრმცოდნე და კრიტიკოსი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ვაჟა ბრეგაძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე