სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის საჯარო სკოლის 201 4 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49- ემუხლის შესაბამისად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49- ემუხლის შესაბამისად და ამ კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა / არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით , წარმოგიდგენთ სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის საჯარო სკოლის 201 4 წლის ანგარიშს :
ა ) სკოლაში 2014 წლის განმავლობაში შემოვიდა 1 (ერთი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე . საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა . სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული .
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაკმაყოფილდა 1(ერთი) მოთხოვნა, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურეა მანონი ლილუაშვილი.
გ ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების , შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა .
დ ) 201 4 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა .
ე ) სკოლასსაჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს , შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები .
ვ ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49- ემუხლის „ ზ “ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ , რომ სკოლაში ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. .
სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა . აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე .
ამასთან სკოლის 2014 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:
| ანგარიში | რაოდენობა |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე | 1 |
| საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება | 0 |
| საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე | 0 |
| საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ | 0 |
| დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ | 0 |
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ
ზეინდარის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ (მანონი ლილუაშვილი)