საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის N03/108 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის N3/133 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
დოკუმენტის ნომერი
03/266
მიმღები ორგანო
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-12-12
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-12
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის N03/108 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის N3/133 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №03/266

2014 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის № 03/108 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის № 3/133 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ

სსიპ ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ 2014 წლის 12 დეკემბრის № 2/271 ბრძანებისა და სსიპ ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს სტრატეგიული საკითხების სექციის 2014 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601მუხლის, 61-ე მუხლისა და 62-ე მუხლის შესაბამისად,ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ“ მოქმედების პერიოდში ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისთვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის № 3/133 ბრძანებისნაწილის ბათილად ცნობის თაობაზე“საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის № 03/108 ბრძანება.

2. ბათილად იქნეს ცნობილი ,,საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ“ მოქმედების პერიოდში ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისთვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის № 3/133 ბრძანების დანართის რიგითი № 2042 (საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო, ბოლნისის მუნიციპალიტეტი).

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. ბრძანების გასაჩივრება შეიძლება დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში, მდებარე ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქ. N7.

მინისტრი                                                                                     მ. გიორგაძე

კრებსითი — სრული ვერსია