|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი-მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №35 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 29/10/2014; 010250050.35.148.016233) ,,გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 16. ტესტირება 1. ტესტირება შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი უნარ-ჩვევების, ასევე პროფესიულ ტესტს. ტესტირება წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრული ფორმით შედგენილ წერილობით ან ელექტრონულ დავალებას. 2. ტესტირების ფორმას, შეფასების კრიტერიუმებს და შესაბამის მინიმალურ ქულათა ზღვრულ ოდენობას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 3. კანდიდატმა შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად უნდა მიიღოს საკრებულოს მიერ დადგენილი შესაბამის ქულათა რაოდენობა (მინიმალური ზღვარი).“ ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 შეიცვალოს შესაბამისად ახალი №2 დანართით. (დანართი №2 თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|