„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
58
მიმღები ორგანო
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-12-11
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-15
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.173.016058
„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №58

2014 წლის 11 დეკემბერი

ქ. ახალციხე

 

,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №26 დადგენილებაში (ვებგვერდი 06/08/2014 სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.173.016026) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 მუხლი: 

,,მუხლი 14.

1. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ბენეფიციარის ელენე ლაზარაშვილის ბინის ქირის გადასახადი 2014 წლის დეკემბრის თვეში - 150 ლარის ოდენობით.

2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილი ბენეფიციარის პირად ანგარიშზე.’’

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე

კრებსითი — სრული ვერსია