„ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
46
მიმღები ორგანო
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-12-10
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-19
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.175.016046
„ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46

2014 წლის 10 დეკემბერი

ქ. მცხეთა

 

,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო   ა დ გ ე ნ ს:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 6 ნოემბრის N31 დადგენილებაში (სსმ 010250000.35.175.016031) კერძოდ:

,,1. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის №31 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ქალაქ მცხეთის   მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებისა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის  თვითმმართველი ერთეულის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის და ატესტაცისიის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“.

,,2. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის №31 დადგენილების  პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის 361 მუხლის, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილების და „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი ადგენს:“

,,3. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის №31 დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დამტკიცდეს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება და  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესი“.

,,4. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის №31 დადგენილებას ,, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიის დებულება“ დაერთოს დანართს №1-ის გარეშე, შესაბამისად, ამოღებული იქნეს სიტყვა ,,დანართი №1“.

,,5. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის №31 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი  თვითმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების” სათაური შეიცვალოს შემდეგი ფორმულირებით:

,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმართველი ერთეულის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი“.

,,6. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის №31 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ მცხთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი  თვითმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების  მეორე მუხლის ,,გ“ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ,,გ.ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

,, გ.ა) კანონიერება - კონკურსის ან/და ატესტაციის პროცესი მიმდინარეობს ამ დებულების, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილების და „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად;“

ბ) ,, გ.ე”ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ.ე) არადისკრიმინაციულობა- კონკურსის ან/და ატესტაციის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს პირთა თანასწორობას განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების პროფესიის ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნისა“.  

,,7. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის №31 დადგენილებით დამტკიცებული დანართების №2, №3, №4-ის ნუმერაცია შეიცვალოს შემდეგნაირად:

ა) ,,კანდიდატთა პროფესიული უნარების შეფასების ფორმა“ დანართის ნომერი 2 შეიცვალოს ნომერი1-ით,

ბ),,მოხელის დახასიათება“ დანართი ნომერი3  შეიცვალოს ნომერი2-ით,

გ) ,,საატესტაციო ფურცელი“ დანართი ნომერი4 შეიცვალოს ნომერი3-ით,

,,8. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის №31 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) 17-ე მუხლის მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. კომისიის წევრები ვალდებულები არიან გასაუბრების შედეგების შესაფასებლად გამოიყენონ დანართ №1-ში მოცემული შეფასების სქემა“.

ბ)  23-ე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 2. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი სამდივნოში წარადგენს დახასიათებას დანართი №2-ის მიხედვით. იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე“.

გ) 25-ე მუხლი მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 2. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს დებულების დანართი №3-ით განსაზღვრულ საატესტაციო ფურცელში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. საატესტაციო ფურცელი ივსება ერთპირად და დახასიათებასთან ერთად თან ერთვის მოხელის პირად საქმეს“. 

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 22.12.2014წ.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი

კრებსითი — სრული ვერსია