„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
157/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2014-12-15
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-15
სარეგისტრაციო კოდი
480180000.22.022.016892
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №157/ნ

2014 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №25/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 06/03/2014; სარეგისტრაციო კოდი: 480180000.22.022.016760) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“:
1. მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ს) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 04 მარტის N206 დადგენილება „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“.

2. მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ჟ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 04 მარტის N206 დადგენილება „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“.

3. მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.მ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 04 მარტის N206 დადგენილება „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“.

4. მე-7 პუნქტის :

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  ეკონომიკური დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის  დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ბ.ა) უმაღლესი  განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ.ბ) საბიუჯეტო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ბ.გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების კარგად ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. Access, Ms. Power Point, Outlook);

ბ.დ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა.“

 

ბ) „გ“ ქვეპუნქტის „გ.მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.მ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 04 მარტის N206 დადგენილება „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე

კრებსითი — სრული ვერსია