„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №7 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge. 12/08/2014, 010250020.35.160.016218) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით;
ბ. დადგენილების მე–2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ა) საკრებულოს წევრები, რომელებიც არ არიან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები, ყოველი თვის არა უგვიანეს 20 რიცხვისა, საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენენ ინფორმაციას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კონკრეტული დავალების (დავალებების) შესრულებისთვის გაწეული დანახარჯის ოდენობა, წინა თვეში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის დღემდე;“
|