საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (სსმ, III, 31.08.2006 წ., 117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის 12 პუნქტით განსაზღვრული ელექტროენერგიის გარდა, სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგია (მათ შორის , ავარიულ სიტუაციებში სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგია), რომელიც არ არის გაყიდული კვალიფიციურ საწარმოსთან გაფორმებული იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირებაში მონაწილეობს შესაბამისი იმპორტისათვის კომისიის მიერ დადგენილი იმპორტის ტარიფის ზედა ზღვრით.“
|