|
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ" ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს #18 დადგენილებაში ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი, 08/08/2014, ს/კოდი 010260020.35.140.016105) და დანართის მე-7 და მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი:
,,გ) გამგებლის მოადგილეები“. შევიდეს ცვლილება დებულების მე-11 მუხლის დასახელებაში და ამავე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში: ,,მუხლი 11. გამგებლის მოადგილეები 1. გამგებლის მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 57-ე მუხლით და გამგებლის მიერ ფუნქციების განაწილების ბრძანების შესაბამისად, ხელმძღვანელობენ მათ უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ დარგებს. 2. გამგებლის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან გამგებლის წინაშე. 3. გამგებლის მოადგილეებს, ამ დებულებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. “. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|