საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №558
1997 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ს. ვეფხვაძის ღირსების მედლით დაჯილდოების შესახებ
ქართული ხალხური ხელოვნების განვითარების, აღორძინებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის ბაღდათის რ. ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრთან არსებული სახალხო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი სულიკო ვეფხვაძე დაჯილდოვდეს ღირსების მედლით.
ე. შევარდნაძე