„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №291 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №641 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 03/12/2014, 010240000.10.003.018269) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 28 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.“.
|