„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2884
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-04-14
გამოქვეყნების თარიღი
2006-05-01
სარეგისტრაციო კოდი
010.320.000.05.001.002.204
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 30-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანამ-დებობაზე დასანიშნი ან ასარჩევი მოხელეები;“.

2. 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტი (გარდა „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა) შეჩერდეს „საჯარო სამსახურის კოდექსის“ ამოქმედებამდე.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 14 აპრილი.

№2884–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია