„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №341 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/12/2013, 010240030.10.003.017508) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მინისტრის პირველი მოადგილე მინისტრის არყოფნისას ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობას. მინისტრის პირველი მოადგილე იმავდროულად არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის უფროსი.“.
|