„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2836
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-04-11
გამოქვეყნების თარიღი
2006-05-01
სარეგისტრაციო კოდი
240.140.000.05.001.002.200
„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

   მუხლი 1. „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 27.06.2005, მუხ. 188) მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახურისა და ფასების სახელმწიფო ინსპექციის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების სააგენტოსთვის გადაცემა;“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 11 აპრილი.

№2836–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია