|
| მუხლი 1 |
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განისაზღვროს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში:
ა) ავტობუსებით (M3 კატეგორია) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა; ა1) ავტობუსებით (M2 კატეგორია) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა; ბ) მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა; გ) მიწისზედა ელექტროტრანსპორტით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა; დ) საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურება; ე) საქართველოს დედაქალაქში – თბილისში საბაგირო გზით − „რიყე-ნარიყალა“, საბაგირო გზით − „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ და საბაგირო გზით − „უნივერსიტეტი-ბაგები“ − მგზავრთა გადაყვანა. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №419 - ვებგვერდი, 26.08.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 მარტის დადგენილება №112 - ვებგვერდი, 07.03.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 აპრილის დადგენილება №163 – ვებგვერდი, 12.04.2021წ.
|
| მუხლი 11 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ავტობუსებით (M2 კატეგორია) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განისაზღვროს 2028 წლის 1 აპრილამდე.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 მარტის დადგენილება №122 – ვებგვერდი, 11.03.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 15 მაისის დადგენილება №199 - ვებგვერდი, 19.05.2026წ.
|
| მუხლი 2 |
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითმა ორგანოებმა, ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული საქმიანობის რეგულირების მიზნით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემა. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი იანვრიდან. |
|