შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 08 აგვისტოს №13 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ (matsne.gov.ge 15/08/2014;
010250020.35.176.016013).
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის დადგენილება №6 – ვებგვერდი, 28.01.2015წ.
1.დადგენილების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს ოთხ სულამდე ოჯახებისათვის თვეში 0.50 თეთრს ერთ სულზე, ხოლო 4 სულზე მეტი ოჯახის წევრის შემთხვევაში თვეში არაუმეტეს 2.50 ლარს– ოჯახზე.
|