„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
40
მიმღები ორგანო
დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-12-05
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-05
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.152.016204
„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №40

2014 წლის 5 დეკემბერი

ქ. დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 61-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს ცვლილება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N11 დადგენილებით დამტკიცებულ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში (სსმ 18/07/2014,  ს/კ 010250040.35.152.016175). კერძოდ, რეგლამენტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ხარჯების დათვლის პრინციპი:

ა) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების და ფრაქციების სხდომებზე  დასასწრებად  გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხდება თვეში მაქსიმუმ 10 სხდომაზე დასწრებისათვის, თითოეულზე 50 ლარის ოდენობით. ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება საკრებულოს, საკრებულოს კომისიების/ფრაქციების სხდომებში მისი მონაწილეობის ამსახველი  ჩანაწერები.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ლაფანაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია