|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის №183 ბრძანებით (სსმ III, 28.11.2008, №169, მუხ.1737) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,3. ამ დებულების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში, სტაჟირების ვადად შეიძლება განისაზღვროს 6 თვეზე ნაკლები ვადა მინისტრის ბრძანებით.’’. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|