„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის N57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
68
მიმღები ორგანო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-12-04
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-30
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.165.016176
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის N57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №68

2014 წლის 4 დეკემბერი

ქ. საგარეჯო

 

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს  ცვლილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის №57 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 21/11/2014, 010250020.35.165.016166).

ა. დადგენილების დანართის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა. საშუალო განათლება.“

ბ. ამოღებულ იქნეს დადგენილების დანართის მე-6 და მე-7 მუხლი.

გ. დადგენილების დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 მუხლი

„მუხლი 8. სპეციალისტი.

სპეციალისტს - ამ დანართის პირველი მუხლით  გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება

ა. საშუალო განათლება.

ბ. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Micrisoft Offise Word, Microsoft Offise Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის დადგენიელბა №9 - ვებგვერდი, 05.02.15 წ.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეფრიდონ ბურდული

კრებსითი — სრული ვერსია