საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 2081
2014 წლის 26 ნოემბერი
ქ. თბილისი
ა(ა)იპ - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლისა (ს/ნ 445404955) და ა(ა)იპ - ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლისათვის (ს/ნ 445391763) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების აუქციონის გარეშე, უსასყიდლოდ, შესაბამისი ა(ა)იპ-ების არსებობის ვადით, თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის სარგებლობაში არსებული/ბალანსზე რიცხული:
ა) ამ განკარგულების დანართი № 1-ითა და დანართი № 2-ით განსაზღვრული, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება − აუქციონის გარეშე, უსასყიდლოდ, შესაბამისი ა(ა)იპ-ის არსებობის ვადით, თხოვების ფორმით სარგებლობაში გადასცეს ა(ა)იპ - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლას (ს/ნ 445404955);
ბ) ამ განკარგულების დანართი № 3-ით განსაზღვრული, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება − აუქციონის გარეშე, უსასყიდლოდ, შესაბამისი ა(ა)იპ-ის არსებობის ვადით, თხოვების ფორმით სარგებლობაში გადასცეს ა(ა)იპ - ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლას (ს/ნ 445391763).
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი