სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2108
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-11-28
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018063
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №210 8

2014 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის კოდექსის“ 113-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (გაუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის № 330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-2 პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (2014 წლის 20 ნოემბრის № 5/44704) ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში მდებარე 180 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: № 68.14.41.213) ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი  ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია