საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2104
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-11-28
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018053
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2104

2014 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ , „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან , საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოუყოს 368 840 (სამას სამოცდარვა ათას რვაას ორმოცი) ლარი, მათ შორის:

  ა) 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი – სსიპ – ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ–კულტურული ცენტრის მიერ მუსიკალური ინსტრუმენტისა და გახმოვანების აპარატურის შეძენის ხარჯების დაფინანსების მიზნით;

  ბ) 116 435 (ას თექვსმეტი ათას ოთხას ოცდათხუთმეტი) ლარი – ქ. პეკინში მე-6 საერთაშორისო თეატრალურ ოლიმპიადაზე სამი ქართული სპექტაკლის სადადგმო ხარჯების დაფინანსების მიზნით;

  გ) 49 624 (ორმოცდაცხრა ათას ექვსას ოცდაოთხი) ლარი – ეთერ კაკულიას შემოქმედებითი საღამოს და ვარსკვლავის გახსნის ხარჯების დასაფინანსებლად;

  დ) 44 367 (ორმოცდაოთხი ათას სამას სამოცდაშვიდი) ლარი – ანა კალანდაძის საიუბილეო საღამოს გამართვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით;

  ე) 38 414 (ოცდათვრამეტი ათას ოთხას თოთხმეტი) ლარი – დიდი ქართველი მწერლის - ჭაბუა ამირეჯიბის საფლავის მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.

პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია