|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ე“ ქვეპუნქტის, ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების №4 დანართისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები:
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობა
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 13.02.15 წ. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი, აღმასრულებელი და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის №2 დადგენილება (სსმ, 01/02/2013 წ., 190040000.35.164.016079). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|