საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 2070
2014 წლის 26 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ა(ა)იპ - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ (ს/ნ 204874421) შორის 2014 წლის 4 მარტის საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ შეთანხმების პროექტის მოწონების თაობაზე
1. „ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების თანახმად, მოწონებულ იქნეს „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ა(ა)იპ - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ (ს/ნ 204874421) შორის 2014 წლის 4 მარტის საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ შეთანხმების პროექტი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მისი მოქმედება ვრცელდება 2014 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე .
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი