|
,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ქირის საწყისი წლიური ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის №41 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის “ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს, ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ქირის საწყისი წლიური ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის №41 დადგენილება. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|