საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2053
2014 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვის თაობაზე
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაიმართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი