ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
ახალგორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-12-03
გამოქვეყნების თარიღი
2015-05-05
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.150.016068
ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
 

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №22

2014 წლის 3 დეკემბერი

ს .წეროვანი

 

ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების  საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი   თვითმმართველობის მოხელეთა შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა)  ქართულ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ)  საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel) და   Internet Explorer–ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

გ)  სასურველია კონკურსანტი იყოს იძულებით გადაადგილებული პირი, ჰქონდეს დევნილებთან მუშაობის გამოცდილება;

დ)  კონკურსანტს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

დ.ა.) საქართველოს კონსტიტუცია;

დ.ბ.) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია;

დ.გ.) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს ორგანული კანონი;

დ.დ.) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ.ე.) „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონი;

დ.ვ.) ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;

დ.ზ.) კონკურსანტს შიდა აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე  დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

დ.ზ.ა.)  საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“;

დ.ზ.ბ.)  ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 იანვრის დადგენილება №5 „ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 მაისის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 11.05.2015წ.

მუხლი 2
ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად , გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა , სავალდებულოა არანაკლებ სრული საშუალო განათლება , სასურველია უმაღლესი განათლება , მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება , სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები .

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 მაისის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 11.05.2015წ.

მუხლი 3
ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად , გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა , სავალდებულოა არანაკლებ სრული საშუალო განათლება , სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები .

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 მაისის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 11.05.2015წ.

მუხლი 4
გამგეობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ სრული საშუალო განათლება, სასურველია უმაღლესი განათლება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 მაისის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 11.05.2015წ.

მუხლი 5
დადგინდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის ტესტირების ეტაპის გადალახვისათვის საჭირო ქულათა მინიმალური ზღვარი –  სწორი პასუხების არანაკლებ 50%.

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 მაისის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 11.05.2015წ.

მუხლი 6
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის დადგენილება №62  და ,,ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თნამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2013 წლის 24 აპრილის დადგენილება №69.
მუხლი 7
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია