„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2010 წლის 17 აგვისტოს N33 ბრძანებაში (სსმ III, 20.08.2010წ., №101, მუხლი 1519) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულაში სიტყვები: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 ოქტომბის N851 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად“ შეიცვალოს სიტყვებით: „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ნოემბრის N637 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, მე-6 პუნქტის, მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად“.
2. ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით შექმნილ დაწესებულებას“.
|