„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 აპრილის N48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01/1136
მიმღები ორგანო
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2014-12-03
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-03
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.055.016044
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 აპრილის N48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01/1136

2014 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 აპრილის N48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 აპრილის N48 ბრძანების (სსმ, ვებგვერდი, 12/04/2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.055.016014) პრეამბულაში სიტყვები: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 31 ოქტომბრის N669 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე“ შეიცვალოს სიტყვებით: „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ნოემბრის N637 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-2 და მე-3 მუხლების საფუძველზე“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრილევან ყიფიანი

კრებსითი — სრული ვერსია