„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/04/2013, 010240030.10.003.017261) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობა.“.
|