|
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის №57 დადგენილებაში (
www.matsne.gov.ge , 21/11/2014, 010250020.35.165.016166) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 მუხლი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 27.01.2015წ. „მუხლი 8. წამყვანი სპეციალისტი: წამყვან სპეციალისტს ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება: ა) საშუალო პროფესიული განათლება; ბ) უპირატესობა მიენიჭება სამუშაო გამოცდილებას; ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Exsel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა”. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|