„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
59
მიმღები ორგანო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-11-28
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-22
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.165.016167
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №59

2014 წლის 28 ნოემბერი

ქ. საგარეჯო

 

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს  ცვლილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 28/07/2014,   010260020.35.165.016137).

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 27.01.2015წ.

ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  141 მუხლი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 141. გამგებლის წარმომადგენლის მიერ ბეჭდის გამოყენების წესის შესახებ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელს უფლება აქვს სამსახურებრივი ბეჭედი გამოიყენოს დანიშნულებისამებრ. კერძოდ, დაამოწმოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ბრძანებით დამტკიცებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის; პირის ან/და პირთა კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების;  კონკრეტულ მისამართზე დროის გარკვეულ პერიოდში პირის ან/და პირთა ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობები.“;

ბ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების 281  მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის; პირის ან/და პირთა კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების; კონკრეტულ მისამართზე დროის გარკვეულ პერიოდში პირის ან/და პირთა ცხოვრების ფაქტის დადასტურების  შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეფრიდონ ბურდული

კრებსითი — სრული ვერსია