„საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2790
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-03-17
გამოქვეყნების თარიღი
2006-03-24
სარეგისტრაციო კოდი
230.140.000.05.001.002.187
„საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

   მუხლი 1.  „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლა­მენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები და დამატებები:

1. მე-5 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქონლის საბაჟო დათვალიერების ან/და გაფორმებისათვის (გარ­და საქონლის დროებით შემო-ტანის ან/და გატანისათვის):

ა.ა) იურიდიული და ფიზიკური პირების (გარდა „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირებისა) მიერ საბაჟო საზღვარზე გადაად­გი­ლებული საქონლისათვის გათვალისწინებული საბაჟო პროცედურებისათვის – ერთ დეკლარაციაზე 60 ევროს ეკვი-ვალენტი ლარებში;

ა.ბ) ფიზიკური პირის (გარდა მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირებისა) მიერ საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული, 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე საქონლისათვის გათვა­ლისწინებული საბაჟო გაფორმების პროცე-დურებისათვის – ერთ დეკლა­რაციაზე 5 ევროს ეკვივალენტი ლარებში;“;

ბ) „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-6 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ფიზიკური პირის პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონ­ლის იმპორტი იმ ლიმიტზე ნაკლები ოდენობით, რომელიც დადგენილია საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლებისათვის;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ვ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტი;

ზ) ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე საქონლის ექსპორტი.“.

3. მე-9 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 17 მარტი.

№2790–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია