|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა სამსახურში მისაღებად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 24-ე მუხლის მეორე ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს:
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილება № 34 - ვებგვერდი, 31.12.2014წ. |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა სამსახურში მიღებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, თანახმად დანართისა.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად
გამოცხადდეს "ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის № 31 დადგენილება.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილება № 34 - ვებგვერდი, 31.12.2014წ. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა სამსახურში მისაღებად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
მუხლი 1.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების სავალდებულობა
|
ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა გამგეობის და საკრებულოს მოხელის თანამდებობის დასაკავებლად.
|
მუხლი 2.
მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები საერთოა ყველა საჯარო მოხელეთათვის და წესდება საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად, მოიცავს საჯარო მოხელეთა ყოველ თანამდებობას.
|
მუხლი 3.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების კომპონენტები
საჯარო მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: |
1. პროფესიული ცოდნის მოთხოვნები.
2.ზოგადი უნარების მოთხოვნები. 3.პროფესიული უნარების მოთხოვნები. |
მუხლი 4.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის სფეროში
|
გამგეობისა და საკრებულოს საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა:
1) შესაბამის სპეციალობაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხი: 2) საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მინიმალური ცოდნა: |
მუხლი 5.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები ზოგადი უნარების სფეროში
|
მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ქართული ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
|
მუხლი 6.
სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის და გამოცდილების სფეროში
|
1. თანამდებობათა რანგების მიხედვით სავალდებულოა უფროსი საჯარო თანამდებობის (სამსახურის განყოფილების უფროსი, მუნიციპალური სამსახურის მთავარი სპეციალისტი, გამგებლის წარმომადგენელი ტერიტორიულ ერთეულში) დასაკავებლად ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სამსახურში საქმიანობის ერთწლიანი გამოცდილება მაინც. მამაკაცებისათვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული მონაცემები.
2. პროფესიული ცოდნის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოხელის სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად მოიცავს პროფესიულ კვალიფიკაციის და საქმიანობის სფეროს მიხედვით საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნას. |
მუხლი 7.
სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული უნარების სფეროში
|
1. უმცროსი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა;
ა) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები; ბ) საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით მუშაობის (დოკუმენტის მიღება, დოკუმენტის შედგენა და გადაგზავნა) პროფესიული უნარები; გ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
|