„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
149
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-11-28
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-01
სარეგისტრაციო კოდი
360050000.22.023.016272
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №149

2014 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №3 ბრძანებით  (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, სარეგისტრაციო კოდი 360050000.22.023.016128) დამტკიცებულ დებულებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლებს, მათ შორის, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეებს, სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების დირექტორებს  -  მინისტრთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე;’’.

2. დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთა შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით’’.

3. დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია