|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №36 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 24/10/2014წ, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010320040.35.133.016131) დადგენილ „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიში" შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მთავარი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში: ე.ა) „საქმის წარმოების ერთიანი წესის დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენდის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ე.ბ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება; ე.გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|