„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის N20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
25
მიმღები ორგანო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-11-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-02
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.151.016163
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის N20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2014 წლის 27 ნოემბერი

დ. სტეფანწმინდა

 

,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

 საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’  61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა   დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ’’ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014  წლის  17 ოქტომბრის  №20 დადგენილებაში  (სსმ  23.10.2014 წ.   010250000. 35.151.016158) შეტანილი იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით: „ყაზბეგის  მუნიციპალიტეტის  მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის  შესახებ“.

2. დადგენილების  პირველი  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  „დადგენილ იქნეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის   მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, დანართის შესაბამისად“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:“ ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი  საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის   მოხელეთა  მიერ თანამდებობის დასაკავებლად“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:  მუნიციპალიტეტის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით დადგენილ და შესაბამისი თანამდებობისათვის დაწესებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:  „დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის სფეროში სავალდებულოა მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ორგანოებში თანამდებობის დასაკავებლად (სპეციალობიდან გამომდინარე მოთხოვნები) და ყაზბეგის მოხელისათვის თანამდებობის დასაკავებლად, ასევე სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თანამდებობათა რანგების მიხედვით სავალდებულოა: სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსი - უფროსი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად - უმაღლესი განათლება ან სპეციალური განათლება , საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 1-წლიანი გამოცდილება მაინც;

7. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,სტრუქტურული ერთეულის განყოფილების, მთავარი, უფროსი, წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად - უმაღლესი განათლება ან სპეციალური განათლება, მუშაობის საერთო სტაჟი 2  წელი მაინც. სხვა დანარჩენი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად - საშუალო სპეციალური განათლება მაინც.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ელოშვილი

კრებსითი — სრული ვერსია