|
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და 1121 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №961 - ვებგვერდი, 04.12.2023 წ.
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესი N1 დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს სამეურნეო სამუშაოებში დასაქმებული მსჯავრდებულის სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის ნიმუში N2 დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი N1
|
მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების
და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესი |
| მუხლი 1 |
მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულებისა და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესი განსაზღვრავს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში (შემდგომ - დაწესებულება) განთავსებულ მსჯავრდებულთა სამეურნეო სამუშაოებში ჩარიცხვის, ამორიცხვისა და სამეურნეო სამუშაოებისთვის ანაზღაურების მიცემის წესს. |
| მუხლი 2 |
1. მსჯავრდებული შეიძლება ჩარიცხულ იქნეს დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად.
2. მსჯავრდებული შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად. ამ შემთხვევაში მასზე ვრცელდება წესები, რომლებიც დადგენილია ამ რისკის მსჯავრდებულთათვის და რომელთა დაცვაც შესაძლებელია სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. 3. მსჯავრდებულის გადაყვანა სხვა პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად ხდება, მსჯავრდებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით. 4. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მსჯავრდებულის ჩარიცხვა, მსჯავრდებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე ფორმდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით. 5. მსჯავრდებულის სამეურნეო სამუშაოებში ჩარიცხვა ხორციელდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით დაწესებულების ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე. 6. იმ სამუშაოთა ჩამონათვალი, რომლებზედაც აკრძალულია მსჯავრდებულის დასაქმება, განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით. 7. დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებული არ ჩაირიცხება სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 20 იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 20.01.2016წ. |
| მუხლი 3 |
1. მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხდა განესაზღვრა, მისივე წერილობითი თანხმობით, შეიძლება დატოვებულ იქნეს პატიმრობის დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად. ამ შემთხვევაში მსჯავრდებულზე ვრცელდება უფლებები, რომლებიც განსაზღვრულია იმ ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისთვის, სადაც რისკების გათვალისწინებით განთავსდებოდა მსჯავრდებული და რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია პატიმრობის დაწესებულებაში.
2. სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მსჯავრდებულის პატიმრობის დაწესებულებაში დატოვება ფორმდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით. |
| მუხლი 4 |
1. სამეურნეო სამუშაოებში დასაქმებულ მსჯავრდებულთა დაწესებულების ტერიტორიაზე გადაადგილება ხორციელდება მხოლოდ სამეურნეო სამუშაოებში დასაქმებული მსჯავრდებულის სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის მეშვეობით (დანართი №2), რომლის მოხსნა მსჯავრდებულს ეკრძალება სამუშაოს დასრულებამდე. მსჯავრდებული ვალდებულია სამუშაოს დასრულების შემდგომ სპეციალური განმასხვავებელი ნიშანი ჩააბაროს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებას.
2. სამეურნეო სამუშაოებში დასაქმებულ მსჯავრდებულთათვის სპეციალური განმასხვავებელი ნიშნების გაცემისა და ჩაბარების აღრიცხვას აწარმოებს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება ვალდებულია მოსთხოვოს სამეურნეო სამუშაოებში დასაქმებულ მსჯავრდებულს სამუშაოს დასრულების შემდგომ სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის ჩაბარება. 3. სამეურნეო სამუშაოებში ჩარიცხული მსჯავრდებულებისაგან დგება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც შეიძლება ჰყავდეს სამუშაო ჯგუფის უფროსი და სამუშაო ჯგუფის უფროსის მოადგილე. |
| მუხლი 5 |
1. თუ მსჯავრდებული ასრულებს ანაზღაურებად სამეურნეო სამუშაოს, იმ დაწესებულებაში, რომელშიც „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №106 ბრძანების შესაბამისად, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი:
ა) 1000 და მეტი ბრალდებულია/მსჯავრდებულია, სამუშაო ჯგუფის უფროსის ანაზღაურება თვეში შეადგენს 450 ლარს, სამუშაო ჯგუფის უფროსის მოადგილის – 425 ლარს, ხოლო სამუშაო ჯგუფის წევრი სხვა მსჯავრდებულის – 400 ლარს; ბ) 1000 ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ნაკლებია, სამუშაო ჯგუფის უფროსის ანაზღაურება თვეში შეადგენს 350 ლარს, სამუშაო ჯგუფის უფროსის მოადგილის – 325 ლარს, ხოლო სამუშაო ჯგუფის წევრი სხვა მსჯავრდებულის – 300 ლარს. 2. სამეურნეო სამუშაოების შესრულებისათვის ანაზღაურება მსჯავრდებულს ერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №961 - ვებგვერდი, 04.12.2023 წ. |
| მუხლი 6 |
1. სამეურნეო სამუშაოებში დასაქმებული მსჯავრდებულების რეესტრს აწარმოებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი, ხოლო ტაბელს – დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება.
2. სამეურნეო სამუშაოების შემსრულებელი მსჯავრდებული არ არის საჯარო მოსამსახურე და მასზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. 3. მსჯავრდებულთა შრომითი საქმიანობა ხორციელდება პატიმრობის კოდექსითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მსჯავრდებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 20 იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 20.01.2016წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №961 - ვებგვერდი, 04.12.2023 წ.
|
| მუხლი 7 |
1. სამეურნეო სამუშაოებიდან ამორიცხვა ხორციელდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
2. მსჯავრდებულის სამეურნეო სამუშაოდან ამორიცხვის საფუძვლებია: ა) მსჯავრდებულის გადაყვანა სხვა დაწესებულებაში; ბ) მსჯავრდებულის პირადი განცხადება; გ) მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შეუსრულებლობა; დ) მსჯავრდებულისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდება; ე) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა; ვ) მსჯავრდებულის გარდაცვალება; ზ) მსჯავრდებულის გათავისუფლება დაწესებულებიდან. |
დანართი №2
|
სამეურნეო სამუშაოებში დასაქმებული მსჯავრდებულის
სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის ნიმუში |
|
1. სპეციალური განმასხვავებელი ნიშანი:
2. სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის აღწერილობა: ა) სპეციალური განმასხვავებელი ნიშანი მზადდება თეთრი ფერის მასალისაგან, მართკუთხედის ფორმით; ბ) სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის ზედაპირზე აღინიშნება ნიშნის ნომერი და წარწერა ქართულ ენაზე: „სამეურნეო სამუშაოებში დასაქმებული მსჯავრდებული“; გ) სპეციალური განმასხვავებელი ნიშანი სპეციალური სამაგრით, თვალსაჩინო ადგილზე, მაგრდება მკერდის მარჯვენა მხარეს. |