„აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
44
მიმღები ორგანო
აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-11-28
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-20
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.110.016184
„აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №44

2014 წლის 28 ნოემბერი

ქ. აბაშა



 

„აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 სექტემბრის №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 15.09.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.110.016174)   შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

აბაშას მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 იანვრის დადგენილება N4 - ვებგვერდი, 23.01.2015წ.  

 

დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს  ახალი რედაქციით:

„ჩ) თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ღერძულა ხაზიდან 50-მეტრიან ზონაში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად (გარდა 1-ლი პუნქტის ,,ე”,  ,,ზ”, ,,თ”, ,,კ“, ,,ლ“, ,,მ“, ,,ნ“, ,,ო“, ,,რ“, ,,ს“, ,,ფ“, ,,ქ“, ,,შ“, ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით.".

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე

კრებსითი — სრული ვერსია