„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4141
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-29
სარეგისტრაციო კოდი
480.180.000.05.001.002.499
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 32) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს სახელით დებს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებებს სასაზღვრო სფეროში.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 27 დეკემბერი.

№4141–რს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია