,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
85
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-05-09
გამოქვეყნების თარიღი
2007-05-11
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.726
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №85

2007 წლის 9 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იშვიათი და გადაშენების საფრთხის პირას მყოფი თევზის სახეობათა აღწარმოების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 იანვრის №57 ბრძანებულების საფუძველზე, ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებ­რივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცე­ბის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №60, მუხლი 526) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი.

2. დადგენილება ამოქმედ­დეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                         ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია