|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №20 დადგენილებაში /სსმ matsne@justice.gov.ge 16/07/2014. 190020020.35.123.016230/ კერძოდ, დადგენილების დანართის მე-8 პუნქტის გასწვრივ, მე-2 გრაფაში სიტყვები: ,,მერის თანაშემწე“ შეიცვალოს სიტყვით: „თანაშემწე“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 26 ნოემბრიდან. |
|